ღოღობერიძის მოთხოვნა

01 ოქტომბერი 2016, 00:00 4475 ნახვა

მერაბ ღოღობერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარისა და მისი ოჯახისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოწურული აქვს, რის გამოც ის ამ პრივილეგიით აღარ უნდა სარგებლობდეს. სახელმწიფო დაცვის ყოფნა ღოღობერიძემ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ბათუმში, პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან გააპროტესტა და ვითარების გასარკვევად ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახა. სამარტალდამცავებმა  ტერიტორია ოქმის გაფორმების შემდეგ უკომენტაროდ დატოვეს. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში