პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა 20-30 ლარით განისაზღვროს

08 ივნისი 2020, 18:19 2156 ნახვა

გახდება თუ არა პირბადის ტარება სავალდებულო და დაწესდება თუ არა ამ წესის დარღვევისთვის სანქცია? საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა სავარაუდოდ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვრება. პროექტის ავტორის თქმით, თავიდან გათვალისწინებული 50 ლარი განხილვების შემდეგ შემცირდა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საჭიროა დეტალური, რაციონალური სანქციების შემოღება, რომელიც საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვება.ასევე ჯარიმა არ გავრცელდება 16 წლამდე პირებზე და ასევე სავარაუდოდ ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებზე, რომელთათვის ნიღბის ტარება არ შეიძლება. ბიუროს სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ინიციატივა ბუნდოვანია და მეტ კონკრეტიკას მოითხოვს, ინიციატივა ახლა კომიტეტებში განიხილება და სავარაუდოდ ამ კვირაში სამი მოსმენის შემდეგ დამტკიცდება

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში