რამდენიმე წუთის წინ ხანძარი იყო ხელვაჩაურში

08 ივნისი 2020, 17:53 3784 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ხანძარი იყო ხელვაჩაურში. სოფელ ზანაქიძეებში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის დროს ოჯახის წევრები სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ხანძრის შედეგად სახლი სრულად დაიწვა, ასევე ოჯახმა ვერ შეძლო საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო  ბრიგადა მუშაობდა, ოჯახის წევრების განცხადებით სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვაა.  მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხს კომისია შეისწავლის და შემდეგ გადაწყდება როგორ დაეხმარება   დაზარალებულებს

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი