სტიქიის შედეგები

01 ოქტომბერი 2016, 00:00 3573 ნახვა

მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი მახუნცეთშიბელტურის უბანში  და სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები 11 ოჯახი.  დამეწყრილი ტერიტორიის მიწის მასისგან გაწმენდა სველი ნიადაგის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. 3 დღიანი უხვი ნალექის  შედეგად  მეწყერი ქედაში 11 ადგილას განვითარდა, 10 სოფლის მიმართულებით გზები  უკვე აღდგენილია. მეწყერმა საფრთხე შეუქმნა სოფელ გულებში დიასამიძეების საცხოვრებელ სახლს, ოჯახი მეორე დღეა თავს ნათესავებს  აფარებს. ძლიერი წვიმის შედეგად, სტიქიური მოვლენები ზედა მახუნცეთში - ბალაძის საცხოვრებელ სახლთანაც  განვითარდა, რის გამოც საავტომობილო გზაზე მიმოსვლა შეფერხებული იყო. სტიქიის ზონებში სალიკვიდაციო სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები  ასრულებენ,  სამუშაოების  პარალელურად ზარალს ითვლიან.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში