შიმშილობის მეათე დღე აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით

07 ივნისი 2020, 11:07 1840 ნახვა

სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა აჭარის ტელევიზიასთან მეათე დღეა შიმშილობს. ის მაუწყებლის  მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიმართავს, რომ დააყენონ  დირექტორის იმპიჩმენტის  საკითხი. საბჭოს ამ მოთხოვნით უკვე მიმართა გია ქარცივაძემ,სავარაუდოდ მრჩევლებს ხვალ საბჭოს კიდევ ერთი წევრი თამარ წილოსანს მიმართავს.

ჯერ უცნობია შეწყვეტს თუ არა პროტესტის უკიდურეს ფორმას ალექსანდრე მილორავა. აქტივისტი მხარდაჭერას უცხადებს მაუწყებლიდან ახალი მენეჯმენტის პირობებში გათავისუფლებულ ან პოზიციაშეცვლილ თანამშრომლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი