ხელვაჩაურის მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს. ასამდე მძღოლმა დღეს დაგეგმილი გაფიცვა ერთი კვირით გადადეს. ისინი მგზავრობის საფასურის 70 თეთრამდე გაზრდას ითხოვენ. მძღოლები ბათუმის მერიისგან პასუხს ხუთშაბათს ელოდებიან. ამბობენ, რომ შემცირებული შემოსავლების ფონზე ძველი ტარიფით მუშაობა არ უღირთ. პანდემიის პირობებში ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა აკრძალულია, რამაც მათი თქმით გამომუშავებული თანხა საგრძნობლად შეამცირა.
უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ ბათუმის მერიას მძღოლებისთვის სუბსიდირების შეთავაზება მოსთხოვა. ადგილზე ბათუმის მერიის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ და მძღოლებს მუშაობის გაგრძელება სთხოვეს. თვითნებურად მგზავრობის საფასურის გაზრდის გამო ინსპექტირების სამსახურმა სატრანსპორტო კომპანია დააჯარიმა. საქალაქო განყოფილების სამსახურის უფროსის თქმით, ხელვაჩაური ქალაქის ახლად შემოერთებული ტერიტორიაა და აქ მგზავრობის განსაზღვრული ტარიფი 50 თეთრია.