საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყანა პირველ ტურისტებს ისრაელიდან მიიღებს. გიორგი გახარიას თქმით, ორი ძირითადი მიმართულება იქნება ქუთაისი და ბათუმი.
პრემიერმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ
''უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად, სხვაგვარად, მთავრობა ცალკე ბიზნესი ცალკე არ გამოვა არაფერი. ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენ მარტო ცალკე აღებული სახელმწიფო მას ვერ დავამარცხებთ. ძაან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა ქუთაისი და შემდეგ ბათუმი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ.
როცა ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ის რაც ხდება ჩვენს მეზობელ რეგიონებში და უფრო ძლიერ სახელმწიფოებში. როგორც კი მათ გახსნები დაიწყეს, ინფიცირებულების რაოდენობამ პროპორციულად მოიმატა.
ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. მთავარი ამოცანაა ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ასევე ტურიზმიც ავამუშაოთ, რესტორნებიც გავხსნათ, წარმოებაც დაიწყოს'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.