პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სავალდებულო ხდება. ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისთვის კი, 500 ლარით განისაზღვრა.
ამავე დოკუმენტის თანახმად, კარანტინში ყოფნაზე უარის თქმა, ან წინააღმდეგობის გაწევა ფიზიკური პირისთვის 2000 ლარიან, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტში, მეტროსა და ტაქსში, მგზავრი და მძღოლი თუ პირბადის გარეშე იქნება მათ 50 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.
საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის ინიცირება მოხდა, განხილვა კი დაჩქარებული წესით მომდევნო კვირას მოხდება.