ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაში. #42 სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მოგვიანებით კი მიკროავტობუსი ბოძს დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა მივიდა. ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა. სამი პაციენტი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთმა მოქალაქემ კი სამედიცინო მომსახურებაზე უარი განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.