ბარაკებში მცხოვრებლები ტერიტორიის ინვესტორზე გასხვისებას ითხოვენ

03 ივნისი 2020, 15:00 1610 ნახვა

ხმაური იყო ჭავჭავაძის  77 ნომერში. ბარაკული ტიპის დასახლების მცხოვრებლები ტერიტორიის ინვესტორზე გასხვისებას ითხოვენ.   ამბობენ, რომ  უკვე წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, თუმცა საცხოვრებელ ფართებსა და ეზოს, ინვესტორზე ვერ ყიდიან, რადგან ტერიტორიის ნაწილი  მიმდებარე არსებული  არქეოლოგიური მუზეუმის საკუთრებაა.  მათი თქმით, დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა  ამ დრომდე არავინ დახმარებიათ.  

როგორც ამბობენ, ამხანაგობის თავმჯდომარის დაპირების მიუხედავად ტერიტორიის გამიჯვნა  ვერ  მოახერხეს  რის გამოც  თავმჯდომარეს ტყუილში ადანაშაულებენ. ასევე  პრეტენზია აქვთ  ეზოს შესასვლელთან არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც როგორც ამბობენ   მათი ნების გარეშე გასხვისდა, ხოლო ინფორმაციას მიწის ნაკვეთის გაყიდვის შესახებ  ამხანაგობის თავმჯდომარე ფლობდა, რაც  მეზობლებს შორის დამატებით დაპირისპირების საფუძველი გახდა.

ამხანაგობის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარი არ ისურვა. ასეკე კომენტარი არ გააკეთეს მერიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.  მუზეუმი რომლის მიმდებარედაც  22 ოჯახი ცხოვრობს ძეგლია.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი