ბათუმის იუსტიციის სახლთან ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების ან გათავისუფლების მოთხოვნით 15 პირი შიმშილობას აგრძელებს.
გუშინ მათ კიდევ ერთი აქცია გამართეს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს 15:00 საათამდე მისცეს ვადა, იმისთვის რომ მიაწოდოს ინფორმაცია "ლავასოღლის" ექტსტარდირების პროცედურებთან დაკავშირებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სარფის საბაჟო - გამშვები პუნქტის პიკეტირებას მოახდენენ.