რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე მიხვალთ ჯერ უცნობია, თუმცა შესაბამისი ცვლილებების მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტებს უკვე დაავალა. პარლამენტმა დამცავი ნიღბის გარდა, უსაფრთხოების სხვა წესის დარღვევის ჯარიმის ოდენობაც უნდა განსაზღვროს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს პროექტი საზოგადოების დაცვისკენ არის მიმართული და ადამიანებს ამან დამატებითი სოციალური პრობლემები არ უნდა შუქმნას. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჯარიმები მაქსიმალურად გონივრული უნდა იყოს და ამავდროულად საზოგადოებაზე ორიენტირებულიც.