ვაშინგტონში საპროტესტო გამოსვლების გამო ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა

02 ივნისი 2020, 10:24 1411 ნახვა

ამერიკის დედაქალაქში  საპროტესტო გამოსვლების გამო, ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. გადაწყვეტილება ქალაქის მერმა მიურიელ ბაუზერმა გამოაცხადა. ე.წ. კომენდანტის საათი ქალაქში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული შეზღუდვის დაწესებას ასევე ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო ქალაქის გუბერნატორთან განიხილავს.

ამერიკაში "კომენდანტის საათი" უკვე 40 ქალაქში მოქმედებს. ქვეყანაში მასობრივმა გამოსვლებმა და პოლიციელებთან შეტაკებებმა უკვე 140 ქალაქი მოიცვა.

სამართალდამცავ ორგანოებს პროტესტანტების წინააღმდეგ ეროვნული გვარდიის გამოყენება 21 შტატში დასჭირდათ.

აქციის მონაწილეები აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მიმართ დაკავებისას პოლიციელების მოპყრობას აპროტესტებენ, რის შედეგადაც მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი