“შუახევ-ჰესის ”კასკადის  მუშაობის   გაცნობა 

31 მაისი 2020, 18:19 1500 ნახვა

დღეს შუახევი ჰესის კასკადის მუშაობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. მესამე სექტორისა და მოსახლეობისაგან განსხვავებით ოფიციალური პირები ჰიდროელექტროსადგურს მაღალი ტექნოლოგიებით ნაგებს უწოდებენ და მის ხელახალ ოპერირებას საქართველოს ენერგეტიკისთვის დიდ მოვლენად აფასებენ. შუახევი ჰესის კასკადი, ჯამურად 450 მილიონ კილოვატ საათი ენერგიას გამოიმუშავებს. ენერგოობიექტმა ხელახალი ოპერირება სამი თვის წინ დაიწყო და უკვე 200 მილიონი კილოვატ საათი ელექტორენერგია გამოიმუშავა.

ხელახალი ოპერირების შემდეგაც „შუახევჰესის“ დიდაჭარის კასკადიდან წყალი ჟონავს . ასევე ადგილობრივები ამბობენ, რომ გვირაბებიდან გამონადენი წყლებით ფერდობები იჟღინთება. პროექტის ხარვეზების შესახებ პრეტენზიები აქვთ გარემოსდამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც . შეგახსნებთ რომ 2017 წლის აგვისტოში, მას შემდეგ რაც შუახევჰესმა ოპერირება დაიწყო სხალთაში გვირაბები რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა. გეოლოგიური კვლევები და სარემონტო სამუშაოები 2 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი