დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა. მათ შორის - 18 ბოლნისს, 4 საკარანტინე სივრცეს, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება. კოვიდინფექცია დაფიქსირდა კახეთშიც. რეგიონი დღემდე „მწვანე ზონად“ ითვლებოდა.
ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც 22 მაისს რუსეთიდან ჩამოვიდა, ის საქართველოში დაბრუნებისთანავე თვითიზოლაციაში იყო. დღეს კოვიდ-19-ისგან 5 პაციენტი განიკურნა, ჯამში კი 605 მოქალაქეა გამოჯანმრთელებული. ამჟამად, ქვეყანაში 783 კოვიდინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.