ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 2 თვით გადაიდო. სწორედ კორონავირუსის გამო იყო 2 თვის განმავლობაში დაკეტილი ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებიც. ხვალიდან კი მუშაობას ყველა ტიპის მაღაზია და მოლი განაახლებს. ტანსაცმლის ბაზრობები გახსნისთვის ემზადება.
ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ობიექტი ბათუმში ე.წ ხოფის ბაზრობაა თუმცა მუშაობას არა ხვალიდან არამედ 2 ივნისიდან დაიწყებს. ხვალ იხსნება რეგულაცია ღია სივრცის კაფე - რესტორნებისთვისაც. დახურული ტიპის კვების ობიექტები, სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას 8 ივნისიდან დაიწყებენ. ყველა დაწესებულებას ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევს.