შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.სტატიის ავტორი იზაბელ ხურშუდიანი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყანად მოიხსენიებს.ავტორი წერს, რომ საქართველო ერთადერთი არ არის, რომელიც „კოვიდ-19“-ის შემდეგ, ტურიზმისგან სარგებლის მიღებას ცდილობს, თუმცა, სამხრეთ კავკასიის ქვეყანა, გვთავაზობს გარკვეულ სტრატეგიებს, მაგალითად, როგორიცაა ინფექციის გავრცელების დაბალი დონე.
როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სიფრთხილით იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის განახლებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, როგორც პოტენციური მოგზაურებისთვის, ასევე ადგილზე მყოფთათვის. სტატიაში ავტორს პრემიერ მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებებიც მოჰყავს რომელიც ტურიზმს უკავშირდება.