სახელმწიფო აუდიტი - ბათუმის მერია უკანონო მშენებლობებს არ აჩერებდა

30 მაისი 2020, 12:25 1919 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის 2016−2018 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა . როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აუდიტის შედეგად გამოვლინდა დარღვევები: მათ შორის ერთ-ერთია „ვციტირებ“ "მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ხოლო რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა.

ამასთან ანგარიშში წერია, რომ  მერიამ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთზე მზიდი კონსტრუქციებით უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე.   სხვადასხვა პირის მიერ კვლავ გრძელდება უნებართოდ აშენებული შენობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავება და სარგებლობა, რაც შესაძლოა მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ  არამართლზომიერ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული. თემაზე ვაგრძელებთ მუშაობას და ვრცლად 15 საათზე მოგიყვებით. გაგაცნობთ ქალაქის დამცველებისა და მერიის პოზიციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი