ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის გაფართოებული PSR ტესტირება ჩაატარეს. მუშევანიდან ლუგარის კვლევით ცენტრში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხებიც დღეს უნდა გახდეს ცნობილი.
სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა, ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსი 56 მოქალაქეს დაუდასტურდა. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელ მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს, 100-ლარიანი სასურსათო პაკეტები გადაეცათ.