საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მაკონტროლებლებმა სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, აჭარაში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თურქეთიდან ახორციელებდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის იმპორტს, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახდენდა მის დაფასოებას და რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული, 1 386 ერთეული, „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაული, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.