დაპირისპირება პოლიციასთან - დაკავებულია რამდენიმე პირი

27 მაისი 2020, 20:16 3169 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან დაწყებული აქცია, რამდენიმე ადამიანის დაკავებით დასრულდა. ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული სპორტსმენის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, გადაიკეტა გზა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები პოლიციამ განარიდა. 5 მაისს დაკავებულ რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის, ოჯახის წევრები და ნათესავები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მოითხოვეს დაკავებულების გათავისუფლება. დაკავებულის ახლობლები ირწმუნებიან, რომ ისინი უდანაშაულოები არიან. მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მათ აქცია გააგრძელეს. რასაც სამართალდამცველებეთან დაპირისპირება მოჰყვა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი