შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი. 29 მაისიდან ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება კონკრეტული წესების დაცვით. 8 ივნისიდან კი საქალაქთაშორისო მოძრაობა აღდგება. მგზავრობის დროს აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.