თალიბებმა, ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. „ისლამური საემიროს“ ყველა მოჯაჰიდმა მიიღო დავალება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მტრის წინააღმდეგ თავდასხმითი ოპერაცია არ განახორციელოს,“ - განაცხადა „თალიბანის“ პრეს-სპიკერმა.
ავღანეთის პრეზიდენტი აღნიშნულ ნაბიჯს მიესალმა და შეიარაღებულ ძალებს თალიბების წინააღმდეგ ოპერაციის შეჩერებისკენ მოუწოდა.„თალიბანის“ გადაწყვეტილებას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც მიესალმა და განაცხადა, რომ ეს შესაძლებლობა ავღანეთის სასარგებლოდ და ავღანელების უსაფრთხოებისთვის ყველა მხარემ უნდა გამოიყენოს.