ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლ კაცია ტყის კოდექსის მიღებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ტყეს ეკლესია დაიცავს. მისი თქმით შესაძლოა ვინმე ეჭვობდეს, რომ ეკლესიას მიწები საკუთარი მიზნებისთვის, მაგალითად, ბიზნესისთვის სჭირდება, თუმცა ეს ასე არ არის და არც ხელისუფლება ცდილობს ეკლესიის გულის მოგებას წინასაარჩევნოდ.
ცნობისთვის პარლამენტმა ტყის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა - შეცვლილი კანონმდებლობით ეკლესია-მონასტრებს მათ გარშემო 20 ჰექტარი მიწის გადაფორმება შეუძლიათ.