შეხვედრა სტუდენტებთან

29 სექტემბერი 2016, 00:00 3938 ნახვა

ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხვას. საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის სტუდენტებისთვის გაზიარების სურვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს უნივერსიტეტში შეხვედრაზე გამოთქვა. პატარაძე სტუდენტებსა და ბიზნეს სექტორს შორის მედიატორის როლის ინიციტივითაც გამოვიდა. ესაუბრა ასევე აჭარის მთავრობის პრიორიტეტებზე საგანმანათლებლო სისტემაში და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორც დასაქმების საშუალებაზე. შეხვედრას განათლების მინისტრი და უნივერსიტეტის რექტორიც ესწრებოდნენ. რეგიონის განათლების სამინისტრო უკვე მეოთხე წელია, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს - სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებიდან სწავლას სრულად უფინანსებს. ასეთი საქართველოს სხვდასახვა უმაღლეს სასწავლებლებში რეგიონიდან 900 სტუდენტია. მათ სამინისტრო მილიონი ლარით აფინანსებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში