აჭარაში კორონავირუსზე გამოკვლეული 396 ანალიზის პასუხი უარყოფითია და რეგიონში უკვე 23 დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა , ეს არის მიზნობრივი ტესტირების მონაცემები , ცხელების ცენტრებში კი ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით დღეს 33 ადამიანს იკვლევენ,მათი ანალიზის პასუხი დღის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი.
აჭარაში გამოკვლევა სულ 10 400-მდე ადამიანს ჩაუტარდა. კლინიკა ''მედალფაში'' კვლავ 2 პაციენტია მოთავსებული , მათი მდგომარეობა მედიკოსების ინფორმაციით დამაკმაყოფილებელია ,ერთ-ერთს სიმპტომები აღარ აღენიშნება.