მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდეს. განცხადება ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
პრემიერის განცხადებით ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან იქნება ჯერ-ჯერობით გაურკვეველი ვადით.
"საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც მთავრობის და თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა მოთხოვნების, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. დღეს მსოფლიოში ღიად საუბრობენ, რომ არის მეორე ტალღის მოლოდინი. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია, რომ ვირუსს გავუმკლავდეთ და ფრთხილად ავამუშავოთ ეკონომიკა"-განაცხადა გიორგი გახარიამ.