ბათუმში რამდენიმე ღია კაფემ მუშაობა ნებართვის გარეშე დაიწყო

20 მაისი 2020, 16:06 4058 ნახვა

ბათუმში რამდენიმე ღია კაფის მეპატრონემ მუშაობა ნებართვის გარეშე დაიწყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ ცნობილი რესტორნის წინ მაგიდები იყო გამოტანილი, ადამიანებს შეკვეთის მიცემა და მომსახურების ადგილზე მიღება შეეძლოთ. 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი, ღია კაფე-ბარების გახსნა 1 ივნისს იგეგმება. 

აჭარის მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა. სწორედ აღნიშნულ უწყებას ევალება მონიტორინგი. მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურში გვითხრეს, რომ რამდენიმე ობიექტი უნებართვოდ ნამდვილად მუშაობდა, მათ მაკონტროლებლებმა გაფრთხილება მისცეს. მერიის შესაბამისი სამსახურები აღნიშნულ ობიექტებს კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ. 

იმ შემთხვევაში თუ კვების ობიექტის მეპატრონე გადაწყვეტს მუშაობა განაახლოს, მას რეკომენდაციების დაკმაყოფილება მოუწევს. 

წინასწარი ინფორმაციით, საერთო სასადილო დარბაზში მაგიდებსა და დასაჯდომ ადგილებს შორის დისტანცია 6 ნაბიჯი, ანუ ორი მეტრი იქნება. სკამის საზურგეებს შორის კი ერთი მეტრი. 

სავარაუდოდ, ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტი ვერ დაჯდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი