მეთორმეტეკლასელებისთვის დღეს სასწავლო პროცესი დასრულდა

20 მაისი 2020, 10:18 1610 ნახვა

მეთორმეტეკლასელებისთვის დღეს სასწავლო პროცესი დასრულდა. აჭარაში კერძო და საჯარო სკოლებში ჯამში 3 ათას 949 მოსწავლე სწავლობდა. პანდემიის გამო 1 მარტიდან სკოლებში სწავლა შეწყდა და საგაკვეთილო პროცესმა დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. სწორედ ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, სასწავლო დაწესებულებებში არც ბოლო ზარის ღონისძიება გაიმართება. ბოლო წლებია სკოლებში საატესტატო გამოცდები აღარ ტარდება, აბიტურიენტები მისაღები გამოცდებისთვის ემზადებიან. ერთიანი ეროვნული გამოცდები კი სავარაუდოდ ივლისში ჩატარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში