დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა და მიიმალა

19 მაისი 2020, 10:27 1519 ნახვა

​პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, მოქალაქეს კუთვნილი ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ქალაქ რუსთავში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ უკანონოდ დაუფლებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი