19 დღეა აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ჩატარებული 272 ტესტის ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
უწყების ცნობით, აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 9656 პირს.
კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს მხოლოდ 2 ინფიცირებული პაციენტი გადის. ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 67-მა პაციენტმა. ორი კი გარდაიცვალა.
რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა.