ფრიდონ ხალვაშის გახსენება - დღეს ზაზა ხალვაშის დაბადების დღეცაა 

17 მაისი 2020, 18:25 2582 ნახვა

ცნობილი ქართველი პოეტი და პროზაიკოსი,ფრიდონ ხალვაში დღეს 95  წლის გახდებოდა. პოეტს,  ბათუმის ღვთიმშობლის შობის საკათედრო ტაძარში  მოსახსენიებელი პარაკლისი გადაუხადეს და საფლავი  ყვავილებით შეამკეს.  საზოგადო მოღვაწე და რუსთაველის პრემიის ლაურეატი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში 1925 წლის 17 მაისს დაიბადა.  პოეტი ახლობლებმა და მეგობრებმა გაიხსენეს და მისი ლექსები წაიკითხეს.

დღეს, ასევე ფრიდონ ხალვაშის შვილის, ზაზა ხალვაშის დაბადების დღეა, კინორეჟისორი 63 წლის გახდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოეტის მშობლიურ სოფელში ზაზა ხალვაშის სასაფლაოზე მივიდნენ. გაიხსენეს რეჟისორი და მოინახულეს მწერლის, ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმი. ამ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში დაგეგმილი კულტურული ღონისძიება, ყოველწლიურად იმართებოდა, თუმცა პანდემიის გამო გაუქმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი