20  მაისიდან თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება

17 მაისი 2020, 11:02 2404 ნახვა

20 მაისიდან თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები იხსნება, ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა. ცნობილია, რომ არამარტო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებს შეეძლებათ თურქეთში გამგზავრება, არამედ სამკურნალოდ სხვა დანარჩენ პაციენტებსაც, თუმცა ამასთან, ნებადართულია ახლდეს არაუმეტეს 2 თანმხლები პირი, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

ისინი თურქეთის ორ ქალაქში – სტამბოლსა და ანკარაში შეძლებენ ჩაფრენას ან შესაძლებელია ასევე გადაადგილება, სარფის საბაჟოს გავლით. თურქეთში მკურნალობის საჭიროების მქონე პირმა უნდა მიმართოს სამედიცინო ტურიზმში ჩართულ ნებისმიერ კომპანიას, რომელიც გასამგზავრებლად მოამზადებს ყველა დოკუმენტს. აღსანიშნავია, რომ თვითდინებით წასვლა შეუძლებელი იქნება. დამატებითი განმარტებები საგარეო საქმეთა სამინისტროში და თურქეთის საკონსულოში ჯერ არ გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი