"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმა კაბინეტშია დაწერილი და რეალურად იგი არ არის მოსახლეობაზე გათვლილი. გეგმა რომლის პრეზენტაციაც მთავრობამ გუშინ მოაწყო, ფერმერებისთვის 1 ჰექტარზე მიწის ნაკვეთზე 200 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აჭარის მოსახლეობის ნაწილი ვერ ისარგებლებს ვაუჩერით, ვინაიდან ფერმერების უმრავლესობას მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული არ აქვს ან მათი საერთო რაოდენობა არ შეადგენს 1 ჰექტარს. "ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მსხვილ ბიზნესზეა მორგებული, რაც ოპოზიციას კორიფციული გარიგების ეჭვს უჩენს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავენ, რომ ვაუჩერით ისარგებლოს ყველამ, მათ შორის იმ ფერმერებმაც ვისაც არ აქვს დარეგისტრირებული მიწები ან სარგებლობაში არ გააჩნიათ 1 ჰექტარი მიწა. ასევე ითხოვენ გაიზარდოს ვაუჩერის თანხა 400 ლარამდე, ამბობენ რომ ამის საშუალება ბიუჯეტს აქვს. აჭარის მთავრობას კი მოუწოდებენ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ რეგიონში არსებულ ვითარებაზე.