ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ხულოს მუნიციპალიტეტში მესამე საგრანტო პროექტის ფარგლებში ფერმერებს სხვადასხვა ტიპის ტექნიკა გადასცა.
ექვსი მრავალფუნქციური ტრაქტორი და სახნავ-საპრესი აპარატი კონკურსის საფუძველზე ხულოში მცხოვრებ ფერმერებს თანადაფინანსებით გადაეცათ.
პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით enpard-is ფარგლებში ხორციელდება.