საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 9-ით გაიზარდა და 635 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განახლდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 12-ით გაიზარდა და 309 შეადგინა.
კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452 პირი. ინფორმაციისთვის, 635 ადამიანიდან 309 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა