15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, 1 ივლისიდან კი უცხოელ ტურისტებს მიიღებს

07 მაისი 2020, 14:42 2681 ნახვა

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმისთვის, 1 ივლისიდან კი ის მზად იქნება მიიღოს უცხოელი ტურისტები-ამის შესახებ პრემირმა ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

"15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი