ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარანტინის რეჟიმში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია, თუკი ქვეყნები გარდამავალ ეტაპებს ძალიან ფრთხილად არ დაგეგმავენ , - ამის შესახებ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
Who-ს ლიდერის თქმით, პანდემიამ გამოკვეთა ძლიერი ეროვნული ჯანდაცვითი სისტემის მნიშვნელობა, რაც გლობალური ჯანდაცვითი უსაფრთხოების საფუძველია. 2030 წლისთვის 5 მილიარდზე მეტი ადამიანისთვის მნიშვნელოვან ჯანდაცვით სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იქნება, მათ შორის მედპერსონალის ნახვის, წამლის მიღებისა და საავადმყოფოებში უწყვეტი წყლის მიწოდების შესაძლებლობები. ასეთი პრობლემები არა მხოლოდ ერთეულების, ოჯახებისა და დასახლებების ჯანდაცვას უთხრის ძირს, ის ასევე რისკის ქვეშ აყენებს გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა გებრეიესუსმა.