საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების პასუხად მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს, თუმცა, გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული.
გეგმის თანახმად, სოციალური ბენეფიტით ისარგებლებენ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მსგავსი სოციალური პოლიტიკა შშმ პირებთან მიმართებით არ არის მართებული და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გეგმის ეფექტურობას, რადგან დახმარება უნდა ეფუძნებოდეს არა შეზღუდვის სამედიცინო ხარისხს, არამედ ამ პირთა რეალურ სოციალურ საჭიროებებს, რომელიც მოცემულ ვითარებაში აქვთ დასახელებულ პირებს.
ნინო ლომჯარიას მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადახედოს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას და მასში გაითვალისწინოს შშმ პირთა მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი სოციალური საჭიროებების შესაბამისად მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივ ანტიკრიზისულ ღონისძიებებში მაქსიმალურად მოიცვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფები, მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით.