ევროპაში კორონავირუსით მილიონნახევარზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

05 მაისი 2020, 14:09 2082 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო იტალიაში სიკვდილიანობა პირველ კვარტალში 49,4 პროცენტით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქვეყანაში კორონავირუსით პირველი ლეტალური შემთხვევა 20 თებერვალს დაფიქსირდა, ჯამში კოვიდ-19-ით  29 ათასზე მეტი იტალიელი გარდაიცვალა.  გუშინ იტალიის ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური საფრთხის დონე შეამცირა და იზოლაციის ზომები შეამსუბუქა.  საფრანგეთში კორონავირუსმა 25 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.  

ექიმები ეპიდემიის დაწყების ვადებად იანვრის შუა რიცხვებს ასახელებენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა პირველ ინფიცირებულ პაციენტებს ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს  უმკურნალეს. საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი  არ დაუჭირა კარანტინის შემსუბუქების შესახებ მთავრობის  გეგმას.  

ევროპაში კოვიდ-19-ით  სულ მილიონ ნახევარი ინფიცირებულია.  პირველ ადგილზე ესპანეთია 248 ათასი დაავადებული პაციენტით. მეორე ადგილზე იტალია, ხოლო მესამეზე დიდი ბრიტანეთი. მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-ი ლიდერობს. სულ მსოფლიოში  3 მილიონ 662 ათასი ინფიცირებული და 252 ათასი გარდაცვლილია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი