სოფელ კახაბერში 2 ოჯახი დროებით საცხოვრებელს ითხოვს. უმუშევრად დარჩენილები თავს ყოფილ ფერმას აფარებენ. მოქალაქეების თქმით, ისინი ქირით ცხოვრობდნენ, თუმცა უსახსრობის გამო გადასახადი ვეღარ გადაიხადეს და თვითნებურად შესახლდნენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის მერმა ერთი კვირის წინ მოქალაქეებს ერთი სასურსათო კალათა მიუტანა.
რაც შეეხება ქირის საფასურის გადახდას, მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახებს 9 თვის განმავლობაში არ გადაუხდიათ თანხა და ეს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული პრობლემა არ არის.
მათივე თქმით, მოითხოვეს ერთჯერადად მატერიალური დახმარება, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე კომისია არ მუშაობს და მათ საკითხს ვერ განიხილავს.