ახალი შემთხვევების რაოდენობა თუ არ დაგვემატება და განახევრდება მოცემული ინფიცირების რაოდენობა, შესაძლებელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში"
"როგორი მდგომარეობაც დღესაა, ცოტა ძნელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა. მაგალითად, იტალია ამბობს, რომ ის წლის ბოლომდე ვერ გახსნის სეზონს. ასევე ჩვენც არ გვაქვს ჯერ მოცემულობა, როგორ მოხდება ტურისტული სეზონის გახსნა. თუ არ დაგვემატება ახალი შემთხვევები და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ განახევრდეს ახალი შემთხვევების რიცხვი, მაშინ შესაძლებელი იქნება ტურისტული სეზონის გახსნა'' - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ინფექციონისტი იმედოვნენებს, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდება და შესაძლებელი იქნება, ტურისტული სეზონის მოცემულ ვადებში გახსნა.