მარნეული და ბოლნისი კვლავ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ ეპიცენტრად მიიჩნევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა მარნეულის შემდეგ, მორიგი შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამართეს. როგორც შეხვედრის შემდეგ ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლნისი ყველაზე ცხელი წერტილია, ინფიცირებულია 107 ადამიანი, ოთხი სოფელი კი ჩაკეტილია.
შეხვედრაზე ითქვა რომ გაფართოებული ტესტირება დაიწყება ორ სოფელში. ახლა პირდაპირ ეთერში თემაზე საუბარს თამუნა გაზდელიანი გააგრძელებს.