საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს-ნათია თურნავა

01 მაისი 2020, 16:08 1915 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზეც, რომელიც მალე გასაჯაროვდება. მისივე თქმით, ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად ცალკე მუშავდება ანტიკრიზისული გეგმა.

ნათია თურნავას განმარტებით საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს.

"ანტიკრიზისული გეგმა ეს არის დღევადელი ხანძრის ჩაქრობა, პოსტკრიზისული გეგმა, რომელიც მალე ამოქმედდება არის  მომავალში ეკონომიკის ამოქოქვის გეგმა. დეტალები ჯერ ბოლომდე დასრულებუ არ არის, თუმცა მიმართულებები იქნება: ადგილობრივი წარმოების განვითარება, გლობალური ბიზნესის გადანაწილებაში საქართველოს როლი და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა. თუ სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ შენარჩუნდება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულე არსებობს და განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიკურ ანტიკრიზისულ გეგმას, განსხვავებულ გეგმას. ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია მთლიანად ტურიზმის ინდუსტიარსთან. ეს არ არის მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სექტორი გიდების, რომლებსაც ძალიან გაუჭირდათ დღეს, რადგან პრაქტიკულად შემოსავლის წყარო აღარ აქვთ; ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი ტუროპერატორების, სატრანსპორტო კომპანიების, რომლებიც აქამდე ტურისტების სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილზე ტარებით იყვნენ დაკავებული. ამიტომ მათ სჭირდებათ განსხვავებული გეგმა და მაშინ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო უკვე  წლის დასასრულს გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, რადგან ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც აქამდე იყო. ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი  რომელიც გახსნის უსაფრთხო დერეფნებს. გეგმა მუშავდება და მალე გახდება ცნობილი"-განაცხადა  ეკონომიკის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი