დღეიდან ბორის ჯონსონი სამუშაოს უბრუნდება - გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კორონავირუსისგან რამდენიმე კვირის წინ გამოჯანმრთელდა. ბორის ჯონსონს COVID-19 მარტის ბოლოს დაუდასტურდა.
ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო მან რამდენიმე დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.
მუშაობის განახლების შემდეგ ბრიტანეთში პრემიერისგან საკარანტინო ზომების შემსუბუქების გეგმის დაანონსებას ელოდებიან.ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 150 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა რიცხვი კი 20 ათასს აჭარბებს.