დღეიდან ბათუმში აგრარული და თევზის ბაზრების მუშაობა აღდგება. მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვა მოუწევთ. აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის შენარჩუნება და პირბადეების და ხელთათმანების ტარება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით ბათუმის ყველა ბაზარში შიდა სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაზრის შესასვლელებში მომხმარებლებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და ერთჯერადი ხელთათმანები გადაეცემათ.
ასევე დეზინფექცია ჩაუტარდება ბაზრის ტერიტორიაზე შესულ მანქანებს რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამმართველო გააკონტროლებს. ბაზრები დღეიდან ქუთაისშიც გაიხსნება.