ხვალიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.
27 და 28 აპრილს საგამონაკლისო წესით, დასაშვებია 4 დიდ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით ან სამუშაო ადგილებზე. ქვეყანაში კვლავ შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო გადაადგილება.