გასული 24 საათის განმავლობში აჭარაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კლინიკა „მედალფაში“ კვლავ 37 პაციენტი მკურნალობს. ბათუმის კლინიკა „მედალფა“ პირველია საქართვლოში სადაც ბათუმელმა ექიმებმა ოზონოთერაპია გამოიყენეს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით დიდი წარმატება აქვს.
მედიკოსების განცხადებით ოზონოთერაპიის გამოყენების ფონზე დაავადება გაცილებით ადრე ალაგდა, ვიდრე, არსებული პრაქტიკის მიხედვით, სტანდარტულად ხდება.