აქცია მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად -ქედის მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათები და მედიკამენტები 2 000-მდე ოჯახს მოხალისეებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, სურსათისა და მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ, თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ტრანსპორტით სარგებლობენ.