ჩვენს კლინიკაში „პლაქველინის” გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ლევან რატიანი 

26 აპრილი 2020, 11:08 1386 ნახვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მის კლინიკაში „პლაქველინის” გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, ქართველმა ექიმებმა ძალიან კარგად იციან ამ პრეპარატის დადებითი და უარყოფითი მხარეები.„ეფ დი აის" „პლაქველინი” იმ პრეპარატის ნუსხიდან არ ამოუღია და უარყოფითი ნიშანი მისთვის არ დაუწერია.

დღეს უკვე 9 პაციენტი გაეწერა ჩვენი კლინიკიდან გამოჯანმრთელებული მდგომარეობით, გვაქვს დადებითი დინამიკა მიღწეული და ლეტალობის ინდექსი ძალიან დაბალი, ალბათ ეს სქემა ამართლებს. მინდა გითხრათ, რომ ხვალ თუ დაიდო შედეგი, რომ უნდა ამოვიღოთ „პლაქველინიპროტოკოლიდან, აუცილებლად.

ეს არის ჩვენი ნებით გამოსაყენებელი პრეპარატი, ამის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამბულატორიულ პირობებში და ისეთ პაციენტებთან, რომლებიც არიან მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, კრიტიკულ პაციენტებთან რა თქმა უნდა, ვიყენებთ პროტოკოლის გათვალისწინებით - განაცხადა რატიანმა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში